ბათუმში საოლქო საარჩევნო კომისიასთან ოპოზიციის წევრებსა და პოლიციას შორის დაპირისპირებაა

ბათუმში 79-ე საოლქო საარჩევნო კომისიასთან გაერთიანებული ოპოზიციის წევრებსა და სამართალდამცავებს შორის დაპირისპირებაა.

აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უფროსი კოტე ანანიაშვილის განცახდებით, იგი აქციის მონაწილეებს ოლქის შენობის მიმდებარე ტერიტორიიდან გავლისკენ მოუწოდებს.

როგორც ანანიაშვილი ამბობს, სხვა მხრივ ვერ მოხდება სხდომაზე დასწრება.

” ეს ხალხი პოლიციელები, რომ უბნებთან დამდგარიყო და კრიმინალს არჩევნები არ ჩაეტარებინა, პოლიციას რომ არ “გაეპრავებინა” ეს ყველაფერი არ მოხდებოდა. პოლიცია ამ ყველაფრის თანამონაწილეა, წამლებით და იარაღით ატარებენ არჩევნებს”,- აცხადებს მირდატ ქამადაძე ენმ-ს წევრი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები