იზმირში სამძებრო-სამაშველო სამუშაოები დასრულდა – გარდაცვლილია 114 ადამიანი

იზმირში დამანგრეველი მიწისძვირის შედეგად განადგურებული შენობებიდან ხალხის გამოყვანა დასრულდა.

სამძებრო-სამაშველო სამუშაოების შემდეგ  გარდაცვლილთა რაოდენობა 114-მდე, ხოლო დაშავებულთა რიცხვი  107-მდე გაიზარდა.

გარემოს დაცვისა და ურბანული დაგეგმარების მინისტრმა, მურატ ქურუმმა საგანგებო სიტუაციების მართვის ცენტრში გამართულ შეხვედრაზე თქვა:

„ჩვენ 114 ადამიანი დავკარგეთ,  107 მოქალაქე კი გადავარჩინეთ.  სულ 1035 მოქალაქემ მიიღო ზიანი, ხოლო 898 მოქალაქე, რომელთა მკურნალობაც დასრულდა, უკვე გაწერეს. ამ დროისთვის, 137 მოქალაქე მკურნალობას აგრძელდებს. ჩვენ გვყავს  ინტენსიური თერაპიის 12 პაციენტი, რომელთაგან 4 მძიმეა“, – განაცხადა მინისტრმა

შეგახსენებთ, რომ თურქეთში, ქალაქ იზმირში 6,6-ბალიან მიწისძვრას თან ახლდა ცუნამიც, რამაც უდიდესი ზიანი მოიტანა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები