მამუკა მდინარაძე: გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს, ირაკლი კობახიძე ამბობდა, რომ ოპოზიციამ არჩევნები გააყალბა, ,,ფეიკია”

“დღეს ერთ-ერთი მთავარი ოპოზიციური არხის გენერალურმა დირექტორმა იკადრა და სოციალურ ქსელში გაავრცელა ,,ფეიკი” იმის შესახებ,  თითქოს, ირაკლი კობახიძე ამბობდა, რომ ოპოზიციამ გააყალბა არჩევნები”, – ამის შესახებ მამუკა მდინარაძემ „ქართული ოცნების” ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

პარლამენტის ვიცესპიკერის თქმით, ნიკა გვარამიამ დეზინფორმაცია გაავრცელა, რადგან კობახიძეს მსგავსი რამ არც უთქვამს.

„მსგავსი არ ყოფილა და მსგავსი კი არ ყოფილა, მიმსგავსებული განცხადებაც, რომლიდანაც შეიძლებოდა, ეს გვეგულისხმა, ასეთი განცხადებაც კი არ გაკეთებულა. ამიტომ, უდიდესი სიბუნძურეა, როდესაც საზოგადოებას ატყუებ მარტივი ,,ფეიკებით”, ოღონდ საღამომდე შეიძლება, ვიღაცას დააჯერო და ხვალ რა იქნება, იმას აღარ ფიქრობ”, – განაცხადა მდინარაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები