საქართველოდან ელექტროენერგიის ექსპორტი შემცირდა

ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის (ესკო) მონაცემებით, 2020 წლის 9 თვეში საქართველომ 152 მილიონი კილოვატ საათი ელექტროენერგია გაყიდა, რაც 2019 წლის 9 თვის მონაცემთან შედარებით 36%-ით ნაკლებია.

ექსპორტის შემცირების მთავარ მიზეზად ადგილობრივი გენერაციისა და მეზობელ ქვეყნებში ელექტროენერგიის მოთხოვნის კლება სახელდება.

მოთხოვნა ელექტროენერგიაზე შემცირებულია საქართველოშიც. წელს საქართველოს მიერ მოხმარებული ელექტროენერგია 8.95 მილიარდი კილოვატ საათს შეადგენს, რაც 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 615 მილიონი კილოვატ საათით ნაკლებია. 2020 წლის 9 თვეში ქვეყანამ 6.4%-ით ნაკლები ელექტროენერგია მოიხმარა, ვიდრე – 2019 წლის 9 თვეში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები