თურქეთში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 114-მდე გაიზარდა
თურქეთში, იზმირის პროვინციაში 30 ოქტომბერს მომხდარი, 6,6, მაგნიტუდის მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 114-მდე გაიზარდა.
ინფორმაციას ქვეყნის სტიქიურ უბედურებებთან ბრძოლის სააგენტოში ადასტურებენ.
უწყების ინფორმაციით, მომხდარის შედეგად 1035 ადამიანი დაშავდა, მათგან 137 მკურნალობას აგრძელებს.
ასევე, გრძელდება სამძებრო-სამაშველო სამუშაოები.
აღინიშნება, რომ 30 ოქტომბრის შემდეგ პროვინციაში 1713 განმეორებითი ბიძგი დაფიქსირდა.
სტიქიური უბედურების შედეგად, 20-მდე საცხოვრებელი სახლი დაინგრა.