4 ნოემბრიდან 25 ნოემბრის ჩათვლით დიდ ქალაქებში სასწავლო პროცესი დისტანციურ ფორმატზე გადავა

4 ნოემბრიდან 25 ნოემბრის ჩათვლით დიდ ქალაქებში სასწავლო პროცესი დისტანციურ ფორმატზე გადავა, – ამის შესახებ საქართველოს განათლების მინისტრის მოადგილემ, ეკატერინე დგებუაძემ განაცხადა.

„სასწავლო პროცესის განახლების გრაფიკი იცვლება. 4 ნოემბრიდან 25 ნოემბრის ჩათვლით დიდ ქალაქებში, როგორიცაა: თბილისი, ქუთაისი, რუსთავი, თელავი, ზუგდიდი, ზესტაფონი, აჭარა, გორი, ფოთი, მარნეული და გარდაბანი, სასწავლო პროცესი დისტანციურ ფორმატზე გადავა“, – განაცხადა დგებუაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები