საქართველოს საელჩო ავსტრიაში ვენაში მიმდინარე სპეცოპერაციის გამო მოქალაქეებს აფრთხილებს

საქართველოს საელჩო ავსტრიაში ვენაში მიმდინარე სპეცოპერაციის გამო მოქალაქეებს აფრთხილებს.

“ვენაში მიმდინარე სპეცოპერაციის გამო, ავსტრიის შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს ყველას, სპეცოპერაციის დასრულებამდე თავი აარიდონ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებს და დარჩნენ სახლში.

საჭიროების შემთხვევაში, დაგვიკავშირდით საელჩოს ცხელი ხაზის ნომერზე: +43 676 3259839”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ცნობისთვის, ავსტრიის დედაქალაქ ვენაში, სინაგოგასთან თავდასხმა მოხდა. სროლის დროს რამდენიმე ადამიანი დაშავდა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, დაჭრილებს შორისაა პოლიციის ოფიცერი.

ავსტრიის დედაქალაქ ვენაში მომხდარი თავდასხმა ქვეყნის შს მინისტრმა “ტერორისტულ აქტად” შეაფასა.

ამ დროისთვის ვენის ცენტრში მასშტაბური სპეცოპერაცია მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები