“პატრიოტთა ალიანსი” აქციას აანონსებს – „ველოდებით ყველა ჩვენს მხარდამჭერს“

„პატრიოტთა ალიანსი“ არჩევნებს ბოიკოტს უცხადებს და განმეორებით არჩევნების დანიშვნას ითხოვს. პარტიის განცხადებით, კვირას აქცია მათი მონაწილეობითაც გაიმართება. პატიამ აღნიშნული ინფორმაცია სოციალურ ქსელში გაავრცელა.

„7 ნოემბერს, საღამოს 5 საათზე ვიკრიბებით თავისუფლების მოედანზე. ველოდებით  ჩვენს ყველა მხარდამჭერსა და ჩვენს ამომრჩევლებს! ვხსნით საპროტესტო აქციებს და ეს აქციები არ დასრულდება მანამდე, სანამ ხელისუფლება არ დანიშნავს განმეორებით არჩევნებს.

ვმოქმედებთ დამოუკიდებლად!!! იმედია, ყველას ესმის, რასაც ვგულისხმობ!“, – ნათქვამია განცხადებაში.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები