nationalities: ბოლო ერთი წლის განმავლობაში, საქართველომ წარმატებებს მიაღწია მომავალ პარლამენტში მეტი პარტიის მონაწილეობის უზრუნველსაყოფად

„ეს არჩევნები მოლაპარაკებებისა და კომპრომისების მრავალწლიანი პროცესის კულმინაციას წარმოადგენს საქართველოს ყველა პოლიტიკური მოთამაშისთვის, მათ წარმატებაში კი მნიშვნელოვანი როლი აქვს ამერიკას ირედენტული რუსეთის, სომხეთისასა და აზერბაიჯანის კონფლიქტისა და სულ უფრო და უფრო ავანტიურისტი თურქეთით გარშემორტყმული საქართველო პროდასავლური სტაბილურობის ოაზისია სხვაგვარად არეულ სამეზობლოში. შეერთებული შტატების დიდი ხნის მოკავშირისა და უსაფრთხოების პარტნიორის სამხრეთით მთიანი ყარაბაღის ცხელი ომია, ჩრდილოეთით კი რუსეთის აგრესიის მუდმივი საფრთხით”,- გამოცემა nationalities სტატიას სახელწოდებით „საქართველოს როლი კავკასიაში ქაოსის ფონზე” აქვეყნებს.

როგორც სტატიაშია აღნიშნული, ბოლო ერთი წლის განმავლობაში, საქართველომ წარმატებებს მიაღწია მომავალ პარლამენტში მეტი პარტიის მონაწილეობის უზრუნველსაყოფად. ავტორი მიიჩნევს, რომ „ქართული ოცნების” მართულმა მთავრობამ, რომელმაც 2012 წელს მიხეილ სააკაშვილის პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” დაამარცხა და ხელისუფლებაში მოვიდა, ხუთი არჩევნები ჩაატარა ქვეყანაში. მისი თქმით, მთავრობის დამსახურებით, საერთაშორისო დამკვირვებლებმა ისინი ძირითადად თავისუფლად და სამართლიანად შეაფასეს.

„ამ თვის არჩევნები ახალი ნიადაგი იქნება ინკლუზიურობისა და წარმომადგენლობის თვალსაზრისით. ბოლო ერთი წლის განმავლობაში, საქართველომ წარმატებებს მიაღწია მომავალ პარლამენტში მეტი პარტიის მონაწილეობის უზრუნველსაყოფად. მრავალპარტიული მოლაპარაკებების ფართო რაუნდის შემდეგ, რასაც ხელი შეუწყეს შეერთებული შტატების, ევროკავშირისა და გერმანიის ელჩებმა, საქართველომ განახორციელა მნიშვნელოვანი საკონსტიტუციო რეფორმები, რომლებიც გარდაქმნის მას საპარლამენტო რესპუბლიკად, საუკეთესო ევროპულ პრაქტიკაზე დაყრდნობით. არჩევნებში მონაწილე ყველა პარტია შეთანხმდა სრულ პროპორციულ (პარტიული სიის) სისტემაზე ეტაპობრივად გადასვლაზე, პროპორციული პარტიული სიის ადგილების რაოდენობის გაზრდით 77 – დან 120 – მდე და ერთი მანდატის მქონე ადგილების შემცირებით 73 – დან 30 – მდე. შეთანხმება, ასევე, მოიაზრებს 2020 წელს პარტიული სიებისთვის 1 პროცენტიან ბარიერსა და 2024 წლის არჩევნებზე სრულად პროპორციულ წარმომადგენლობას. მიუხედავად იმისა, რომ წინა არჩევნები ორი პოლიტიკური პარტიის – „ქართული ოცნება” და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” – პოლიტიკური შუღლი იყო, ახალი სისტემის პირობებში ორმოცდაათზე მეტი პოლიტიკური პარტია მონაწილეობს ამ არჩევნებში, რის შედეგადაც ფორმირებული პარლამენტი ბევრად უფრო წარმომადგენლობითი იქნება. უფრო მეტიც, ეს ცვლილებები უზრუნველყოფს მთავრობის ანგარიშვალდებულების გაზრდას საკანონმდებლო ორგანოს წინაშე, პარლამენტის ზედამხედველობის გაუმჯობესებასა და ოპოზიციის უფლებამოსილების გაძლიერებას”,- წერს გამოცემა.

ავტორის თქმით, გაეროს გენერალური ასამბლეის წინაშე სიტყვით გამოსვლისას, საქართველოს პრემიერ მინისტრმა გიორგი გახარიამ წარადგინა მთავრობის გეგმა, „რომ მოხდეს ამ მძიმე კრიზისის განვითარების შესაძლებლობად გადაქცევა”.

„ეს იქნებოდა რუსეთის მიზნის სრული უარყოფა ქვეყნის ტერიტორიების უწყვეტი ოკუპაციის, კიბერ ომისა და მიმდინარე პროპაგანდის მეშვეობით ქვეყანაში არეულობის დაწყებასთან დაკავშირებით. გაბედული სახელმწიფოებრიობა და პოლიტიკური მოხერხებულობა მეტად მოთხოვნადი იქნება, რადგან საქართველომ გზას უნდა გაიკვალოს მტკიცე რუსეთის, დაბნეული ევროპისა და ტურბულენტური გლობალური ეკონომიკის მრავალი გამოწვევის ფონზე. მომავალი კურსის შედგენისას, ქართველები დარწმუნებული უნდა იყვნენ, რომ მინიმუმ ერთი რამ არ შეიცვლება – შეერთებული შტატების მხრიდან საქართველოს ძლიერი და მტკიცე მხარდაჭერა”,- წერს გამოცემა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები