თურქეთში ის პირები დააკავეს, რომლებმაც მიწისძვრის შედეგად დანგრეული შენობები ააშენეს
თურქეთის პოლიციამ 9 ადამიანი დააკავა, რომელსაც იმ საცხოვრებელი სახლების აშენებასთან აქვს კავშირი, რომლებიც იზმირში მიწისძვრის შედეგად დაინგრა.
ტელეკომპანია NTV-ის ინფორმაციით, დაკავებულთა შორის არიან სამშენებლო დაგეგმარების ტექნიკური ექსპერტიზისა და სამშენებლო კომპანიის კონტრაქტორები.
იზმირში 6,6, მაგნიტუდის მიწისძვრა 30 ოქტომბერს მოხდა, რომლის შედეგად სულ მცირე 20 შენობა დაინგრა, ასევე, 91 ადამიანი დაიღუპა და ათასი დაშავდა.