„ნაციონალებისგან“ განსხვავებით, ჩვენ ბიუჯეტი სოციალური კუთხით მივმართეთ“
ჩვენ გავაკეთეთ სოციალურ თემებზე ორიენტირებული ბიუჯეტი და ძველი გათვლით არსებულ საარსებო მინიმუმს მივუახლოვეთ, – ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაცია „მოქალაქეს“ დამფუძნებელმა და საქართველოს ყოფილმა პრემიერ – მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, „ნაციონალებისგან“ განსხვავებით, ახალმა მთავრობამ, აგარაკების მშენებლობის ნაცვლად, პენსიები გაზარდა და მილიარდი ლარი სოციალური მიმართულებით მიმართა.
„მე არ მითქვამს, რომ პირველ საარჩევნო პერიოდში პენსია საარსებო მინიმუმს გაუტოლდებოდა. თუმცაღა ეს იგულისხმება და პირველ საარჩევნო პერიოდში მოხდება. მილიარდი ლარი ჩვენ სოციალური მიმართულებით მივმართეთ, „ნაციონალების“ ახირებული მოთხოვნილებების ნაცვლად, ვერტმფრენების ყიდვის და აგარაკების მშენებლობის, და ასე შემდეგ, ნაცვლად, ჩვენ ეს თანხები ამ მიმართულებებით მივმართეთ და პენსიები მნიშვნელოვნად გავზარდეთ“,- განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.