ისრაელში, ქალაქ კირიათ ბიალიკში შოთა რუსთაველის ბიუსტი დაიდგა
ისრაელში, ქალაქ კირიათ ბიალიკში შოთა რუსთაველის ძეგლი დაიდგა. ამ ინფორმაციას საქართველოს რუსთაველის საზოგადოების თავმჯდომარე, დავით შემოქმედელი აქვეყნებს სოციალურ ქსელში.
„მძიმე ეპიდემიისა და ამ დაძაბულ ამღვრეულ პოლიტიკურ ფონზე, საქართველოს რუსთაველის საზოგადოება ერთ სასიამოვნო სიახლეს გაგაცნობთ.
ისრაელში, ქალაქ კირიათ ბიალიკში დაიდგა შოთა რუსთაველის ბიუსტი. როგორც კი სათანადო პირობები შეიქმნება, დაგეგგმილია საზეიმოდ ამ ბიუსტის გახსნა. ამ დიდი საქმის რეალურად განხმორციელებლები არიან: რუსთაველის საზოგადოების ქუთაისის ორგანიზაციის თავმჯდომარე, საზოგადო მოღვაწე, პოლიტიკოსი, ექიმი, შემოქმედი – მერაბ კვიცარიძე და საქართველოს რუსთაველის საზოგადოების ქალაქ კირიათ ბიალიკის რუსთაველის საზოგადოების თავმჯდომარე, ისრაელში ქართული კულტურის პოპულარიზატორი, ისრაელში მოღვაწე ქართველ ხელოვანთა ასოციაციის ,,ნერგის’’ პრეზიდენტი, ქორეოგრაფი შოთა წვენიაშვილი.
ეს ერთი კიდევ დიდი ნაბიჯია ოცაექვს საუკუნოვანი ქართულ-ებრაული მეგობრობის განმტკიცების საქმეში“, – წერს დავით შემოქმედელი.