„წელიწადის 4 დრო, მეგობრობის პალიტრა”- მესამე გამოფენა
3 ნოემბერს, 16:00 საათზე, ფილარმონიის გარე პერიმეტრზე, ღია ცის ქვეშ, გაიხსნება რიგით მესამე გამოფენა – „წელიწადის 4 დრო – მეგობრობის პალიტრა”.
ორგანიზატორების ინფორმაციით, გამოფენაში მონაწილეობენ ქართველი, ლიტველი და უკრაინელი მხატვრები.ღონისძიების ორგანიზატორია საქართველოს კულტურის ხელშეწყობისა და განვითარების ფონდი.