გიორგი გახარია ევროპარლამენტარებს არჩევნებთან დაკავშირებული განცხადების გამო მადლობას უხდის

საქართველოს პრემიერმინისტრი  – გიორგი გახარია ევროპარლამენტარებს არჩევნებთან დაკავშირებული განცხადების გამო მადლობას უხდის.

„მადლობა დევიდ მაკალისტერ, მარინა კალიურანდ, სვენ მიქსერ და ვიოლა ფონ კრამონ საქართველოში არჩევნებთან დაკავშირებით თქვენი განცხადების გამო. ხალხის ხმა გაისმა საარჩევნო ყუთთან და გამარჯვებული პარტია უდიდესი პასუხისმგებლობით მოეკიდება მის სახალხო მანდატს“, – წერს გახარია „ტვიერში“.

ოთხი ევროპარლამენტარი საქართველოში საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებს.

„რთული ეპიდემიოლოგიური კონტექსტის მიუხედავად, გვსურს, მივულოცოთ ევროკავშირის საკვანძო პარტნიორ საქართველოს საპარლამენტო არჩევნების წარმატებული ორგანიზება“, – ნათქვამია ევროპარლამენტარების განცხადებაში.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები