თურქეთში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 79-მდე გაიზარდა

თურქეთის დასავლეთით, იზმირის პროვინციაში 30 ოქტომბერს მომხდარი 6,6, მაგნიტუდის მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 79-მდე გაიზარდა.

ამის შესახებ ქვეყნის სტიქიურ უბედურებებთან ბრძოლის სამმართველოში განაცხადეს.

უწყების ინფორმაციით, მომხდარის შედეგად 962 ადამიანი დაშავდა, მათგან 219 ამ დრომდე საავადმყოფოში მკურნალობს.

აღინიშნება, რომ 30 ოქტომბრის შემდეგ იზმირში 1120-მდე განმეორებითი მიწისქვეშა ბიძგი დაფიქსირდა, მათგან 43 კი  4 მაგნიტუდაზე ძლიერი იყო.

ამჟამად, სამაშველო სამსახურის 2 076 თანამშრომელი რვა შენობის ნანგრევებში ადამიანების სამძებრო სამუშაოებს აგრძელებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები