აჭარის ჯანდაცვის მინისტრს კორონავირუსი დაუდასტურდა
აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს, ნინო ნიჟარაძეს კორონავირუსი დაუდასტურდა.
როგორც ცნობილია, მინისტრი მკურნალობას პროტოკოლის დაცვით სახლში აგრძელებს.
უწყების ცნობით, ჯანდაცვის სამინისტრო ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას.