ალექსანდრე მოწერელია: დამაჯერებელი გამარჯვება მოსალოდნელი იყო

აბაშა, მარტვილი, წალენჯიხა, ჩხოროწყუს „ქართული ოცნება” მაჟორიტარობის კანდიდატი ალექსანდრე მოწერელია ცესკოს წინასწარი მონაცემებით დათვლილ შედეგებს დამაჯერებელ გამარჯვებას უწოდებს.

როგორც მან აღნიშნა, მისთვის მიღებული შედეგები მოულოდნელი არ ყოფილა.

მოწერელიას თქმით, 2 წლის განმავლობაში ხალხთან მუდმივი კონტაქტი და განხორციელებული პროექტები აძლევდა იმის მოლოდინს, რომ არჩევნებზე პირველივე ტურში დამაჯერებლად გაიმარჯვებდა.

„გამარჯვება მოსალოდნელი იყო, რამდენადაც 200-ზე მეტი შეხვედრა მაქვს ჩატარებული. აგრეთვე 2 წლის განმავლობაში, რაც სამეგრელო ზემო სვანეთის რწმუნებული გავხდი, მოსახლეობასთან მუდმივად მქონდა კონტაქტი და შესაბამისად განწყობაც ვიცოდი. ჩვენ მათთან ერთად ვანხორციელებდით ყველა, იმ პროექტს, რაც სამეგრელო-ზემო სვანეთში შესრულდა, შესაბამისად დამაჯერებელ გამარჯვებასაც ველოდი და შედეგიც მივიღოთ”, – აღნიშნა მოწერელიამ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები