დამწერლობათმცოდნე რამაზ პატარიძე გარდაიცვალა

ანბანთმცოდნე, დამწერლობათმცოდნე რამაზ პატარიძე 92 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამის შესახებ აფხაზოლოგმა, თეიმურაზ გვანცელაძემ “ფეისბუქის” პირად გვერდზე დაწერა.”გარდაიცვალა ქართული ანბანის რაინდი და მესაიდუმლე რამაზ პატარიძე, რომელმაც მთელი შეგნებული სიცოცხლე ქართული დამწერლობის ისტორიის კვლევას მიუძღვნა და საბოლოოდ დაამტკიცა სომხური წერილობითი წყაროების სიცრუე…
5 დღეში 93 წლისა გახდებოდა…
საწყენია, რომ მისი ბიოგრაფია ინტერნეტში არ იძებნება – ეტყობა, ვერავინ მოიცალა საამისოდ…
უფალმა აცხოვნოს მართალი სული მონისა ღმრთისა რამაზისი!”-წერს თეიმურაზ გვანცელაძე სოციალურ ქსელში.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები