არჩილ თალაკვაძე: მაჟორიტარულ ოლქებშიც დამაჯერებლად ვიმარჯვებთ

ჩვენი ინფორმაციით, მაჟორიტარულ ოლქებშიც „ქართულ ოცნებას“ აქვს მნიშვნელოვანი უპირატესობა და დამაჯერებლად ვიმარჯვებთ, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, წელს „ქართულმა ოცნებამ“ ძალიან გამოცდილი, წარმატებული ადამიანები წარადგინა მაჟორიტარებად.

„ჩვენი ინფორმაციით, რომელსაც ჩვენი პარტიული ორგანიზაციები გვაწვდიდნენ, მაჟორიტარულ ოლქებშიც „ქართულ ოცნებას“ აქვს მნიშვნელოვანი უპირატესობა და დამაჯერებლად ვიმარჯვებთ. ეს ნიშნავს იმას, რომ პარტიის მიერ მიღებულ შედეგთან ძალიან ახლოს არის ან ზოგიერთ ოლქში მცირედ მეტიც არის ჩვენი კანდიდატების მხარდაჭერა. ეს დამოკიდებული იყო იმაზე, რამდენად პოზიტიური კამპანია ჩაატარეს მათ. წელს „ქართულმა ოცნებამ“ ძალიან გამოცდილი, წარმატებული ადამიანები წარადგინა მაჟორიტარებად და ველოდით, რომ ასეთი მხარდაჭერა გვექნებოდა“, – განაცხადა თალაკვაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები