ბიძინა ივანიშვილი: ,,ქართული ოცნება”, როგორც პარტია, მესამედ იმარჯვებს პრინციპულ არჩევნებში

პარტია „ქართული ოცნება“ საპარალამენტო არჩევნებში გამარჯვებას ზეიმობს. პარტიის ოფისთან შეკრებილ მხარდამჭერებს პარტიის თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა მიმართა.

„მადლობა გადავუხადოთ ჩვენს ამომრჩევლებს, მადლობა ,,ქართული ოცნების” აქტივისტებს, ლიდერებს, თქვენ ახალგაზრდებს, თქვენ მოიტანეთ ეს გამარჯვება. განსაკუთრებით ხაზგასასმელია, რომ ,,ქართული ოცნება” როგორც პარტია, მესამედ იმარჯვებს პრინციპულ არჩევნებში, ის რაც უნდოდა ჩვენს ქვეყანას, ჩამოყალიბებული სოლიდური გუნდი ჩვენ ეს მივიღეთ“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები