მაია ცქიტიშვილი: ხმა მივეცი ქვეყნის წარმატებას, ევროპულ მომავალს, განვითარებას, შენებას იმ და ისეთ სახელმწიფოს, სადაც ხელისუფლებისთვის მთავარი ღირებულება ადამიანია

„ხმა მივეცი ქვეყნის წარმატებას, ევროპულ მომავალს, განვითარებას, შენებას და ისეთ სახელმწიფოს, სადაც ხელისუფლებისთვის მთავარი ღირებულება ადამიანია”, – ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა განაცხადა.

“ძალიან მიხარია, რომ რიგებს ვხედავ საარჩევნო უბნებთან, ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენი მოქალაქეები დიდი აქტიურობით აძლევენ ხმას. ძალიან მნიშვნელოვანია, ყველამ დავაფიქსიროთ ჩვენი არჩევანი. არ დაიზაროთ, მოდით არჩევნებზე, მიეცით ხმა, ამას სჭირდება სულ რამდენიმე წუთი“,- განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები