მამუკა მდინარაძე დიმიტრი შაშკინის იარაღით სიარულს “დიდ გოიმობად” მიიჩნევს

“ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ პარტიის ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე დიმიტრი შაშკინთან დაკავშირებით, რომელიც დღეს საარჩევნო უბნების ტერიტორიაზე იარაღით გადაადგილდებოდა, კომენტარი გააკეთა.

მდინარაძე შაშკინის საქციელს “დიდ გოიმობად” მიიჩნევს.

„დიმიტრი შაშკინი დემონსტაციულად და გოიმურად, პისტოლეტით შეიარაღებული, რომ გადაადგილდებოდა, წარმოუდგენელი გოიმობაა, დიდი კაბურით, წინ გამოსაჩენად პისტოლეტი დაიკიდო და მენტორული მიხვრა-მოხვრით გადაადგილდებოდე.

კახა ოქრიაშვილი შემდეგ ადასტურებს, რომ დიახ, ისიც იარაღით დადის. ეს სასოწარკვეთილების პიკია და გასაგებია, მაგრამ ეს არის მტკიცებულება იმისა, რაზეც ჩვენ გუშინ მთელი დღის განმავლობაში ვლაპარაკობდით“, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები