დავით უსუფაშვილი: ხარვეზები არ არის ისეთი, ხელი შეუშალოს ამომრჩევლის ნების დაფიქსირებას
პარტია “ლელოს” ერთ-ერთმა ლიდერის, დავით უსუფაშვილის განცხადებით, ხარვეზები არ არის ისეთი, ხელი შეუშალოს ამომრჩევლის ნების დაფიქსირებას.
უსუფაშვილმა ყველას მოუწოდა, არჩევნებზე მივიდნენ.
“ხარვეზები არ არის ჯერ იმ დოზის, რომ ამომრჩევლის თავისუფალი ნების გამოვლენას ხელი შეუშალოს. მე მოვუწოდებ ყველას, რომ მივიდეს და საკუთარი არჩევანი დააფიქსიროს. პანდემიის გამო დაწესებული დამატებითი რეგულაციები, ნაწილობრივ აფერხებს პროცესებს, ამიტომ, ყველას ვთხოვთ რომ რაც შეიძლება სწრაფად მივიდეს საარჩევნო უბნებზე. ეს არ არის ის არჩევნები, რომ ხელისუფლებას რაიმე გარანტირებული ჰქონდეს, ამიტომ ყველა დარღვევა გამოძიებული იქნება,” – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.