შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა საკუთარი არჩევანი მთაწმინდის საარჩევნო ოლქის #24 უბანზე დააფიქსირა.
მისი თქმით, ხმა მისცა ქვეყნის ერთიანობას, თავისუფლებას და საქართველოს დასავლური კურსით განვითარებას.
„მე დღეს არჩევანი გავაკეთე იმ პოლიტიკური ძალის სასარგებლოდ, რომელიც პატივს სცემს და უზრუნველყოფს ისეთი ღირებულებების დაცვას, როგორიც არის ადამიანის უფლებები, ადამიანის ღირსება და მის კეთილდღეობაზე ზრუნვა. მე ხმა მივეცი ჩვენი ხალხის და ქვეყნის ერთიანობას, თავისუფლებას, საქართველოს დასავლური კურსით განვითარებას და რაც მთავარია ევროკავშირის პერსპექტივას”, – განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა.