ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ არჩევნებში მონაწილეობა N195-ე ბაგა-ბაღის საარჩევნო უბანზე მიიღო.
საარჩევნო უბნის დატოვების შემდეგ მან განაცხადა, რომ იმ პარტიას, რომელსაც ხმა მისცა, შეუძლია საქართველოს მომავლის გაუმჯობესება.
“დღეს გაიმარჯვებს საქართველო, ამაში ყველანი ვართ დარწმუნებულები. ხმა მივეცი საქართველოს გამარჯვებას და იმ პოლიტიკურ ძალას, რომელსაც შესწევს უნარი რომ გააგრძელოს ჩვენი ქვეყნის წინსვლა. არ უნდა დავუბრუნდეთ წარსულს და გავაგრძელოთ მომავლისკენ სვლა.
მოლოდინი არის დამაჯერებელი- ესაა გამარჯვება! მაღალი აქტივობაა საარჩევნო უბნებზე და იმედია ასეც გაგრძელდება. მაღალი აქტივობისთვის ძალიან დიდი მადლობა უნდა გადავუხადოთ საარჩევნო ადმინისტრაციას, რომელმაც ამისთვის ყველა საჭირო ზომა მიიღო,”- აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.