დავით ბაქრაძე: ხვალიდან ყველა ვიცხოვრებთ დამშვიდებულ საქართველოში, სადაც ამოცანა იქნება სიღარიბის დაძლევა და ქვეყნის წინ წაყვანა

“ჩვენი ამოცანაა, საქართველო იყოს დამშვიდებული, დაწყნარებული ქვეყანა, სადაც პოლიტიკური დევნა არ არის”,- ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა დავით ბაქრაძემ განაცხადა.

ბაქრაძის თქმით, ხვალიდან მთავარი ამოცანა ქვეყნის წინ წაყვანა და განვითარება იქნება.

„ერთ-ერთი ჩვენი ამოცანა გახლავთ სწორედ ის, რომ საქართველო იყოს დამშვიდებული, დაწყნარებული ქვეყანა, სადაც არ არის პოლიტიკური დევნა და ხელისუფლება ადამიანებს მუდმივად არ აშინებს არეულობით, გადატრიალებით. ხვალიდან ყველა ვიცხოვრებთ დამშვიდებულ საქართველოში, სადაც ამოცანა იქნება სიღარიბის დაძლევა და ქვეყნის წინ წაყვანა და არა მუდმივად ერთმანეთთან დაპირისპირება, საქმეების აღძვრა განსხვავებულად მოაზროვნე ადამიანების წინააღმდეგ“, – განაცხადა დავით ბაქრაძემ

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები