გიგა ბოკერია: ჩვენი ამოცანაა, ყოველგვარი ექსცესების გარეშე შევცვალოთ ეს ხელისუფლება

ფოთი-ხობი-სენაკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ საკუთარი არჩევანი ფოთში მე-13 საარჩევნო უბანზე დააფიქსირა, სადაც მეუღლესთან ერთად მივიდა.

ბოკერიას თქმით, მან ხმა ცვლილებებს მისცა.

“ჩვენი ამოცანა არის, ყოველგვარი ექსცესების გარეშე შევცვალოთ ეს ხელისუფლება და ეს შედეგი უნდა დადგეს დღის ბოლოს”, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები