კახა კალაძე: ხალხის განწყობა და დამოკიდებულება გვაძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ პირველივე ტურში გამარჯვების დიდი შესაძლებლობა გვაქვს

თბილისის მერის კახა კალაძის თქმით, ხალხის განწყობა და დამოკიდებულება იმის თქმის საფუძველს იძლევა, რომ “ქართულ ოცნებას” პირველივე ტურში გამარჯვების დიდი შესაძლებლობა აქვს.

კახა კალაძემ, საკუთარი არჩევანი საარჩევნო უბანზე უკვე დააფიქსირა.

“ბევრი შეხვედრა გავმართეთ, ვიყავით ყველა ქალაქში თუ რაიონში. ხალხის განწყობა და დამოკიდებულება გვაძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ ჩვენ პირველივე ტურში, 30-ვე მაჟორიტარულ ოლქში არის დიდი შესაძლებლობა, რომ გავიმარჯვოთ მეორე ტურების გარეშე. ასევე, კვლევების გვაძლევს ამის საფუძველს, თუმცა მთავარია საზოგადოების განწყობა. ერთადერთი პოლიტიკური ძალა, რომელსაც სტაბილურობა, ქვეყნის განვითარება შეუძლია არის “ქართული ოცნება”,- განაცხადა კალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები