არჩილ თალაკვაძე: ჩვენი მიზანია, რომ გავიმარჯვოთ დამაჯერებლად, გავიმარჯვოთ პირველ ტურში, ყველგან

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, „ქართული ოცნების“ მიზანია, არჩევნების პირველივე ტურში ყველგან დამაჯერებლად გაიმარჯვოს.

„ჩვენი მიზანია, რომ გავიმარჯვოთ დამაჯერებლად, გავიმარჯვოთ პირველ ტურში, ყველგან. თუმცა, მოგეხსენებათ, რომ მეორე ტურიც არის დემოკრატიული არჩევნების ნაწილი. შესაბამისად, თუ სადმე, გამონაკლის შემთხვევებში ჩვენ დაგვჭირდება მეორე ტური, რა თქმა უნდა, მეორე ტურშიც სამართლიან ბრძოლაში ჩავერთვებით. თუ სად იქნება მეორე ტური, ეს უნდა ვკითხოთ ჩვენს მოქალაქეებს, მხოლოდ მათი გადასაწყვეტია, თუ რა მხარდაჭერით გაიმარჯვებს თითოეული კანდიდატი“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

საქართველოში მეათე მოწვევის პარლამენტის არჩევნები მიმდინარეობს.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები