თურქეთში 6,6 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა (ვიდეო)

თურქეთის დასავლეთით, იზმირის პროვინციაში 6,6 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა.

ინფორმაციას ქვეყნის საგანგებო სიტუაციათა მართვის სააგენტო ავრცელებს.

უწყების ინფორმაციით, მიწისქვეშა ბიძგები 16,5 კილომეტრის სიღრმეში დაფიქსირდა.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, მიწისძვრა ქვეყნის სხვადასხვა პროვინციაში იგრძნობოდა, მათ შორის, სტამბოლშიც.

ნგრევისა და მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია, ჯერჯერობით, არ ვრცელდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები