პრემიერი: გუშინ რაც „სკაიპით“ ჩართულმა ლიდერმა განაცხადა, იყო კონკრეტული ქმედებებისკენ მოწოდება, ამას შეიძლება, სამართლებრივი შეფასებაც მიეცეს
“ის, რაც გუშინდელი აქციის დროს ლიდერმა განაცხადა, იყო, ფაქტობრივად, კონკრეტული ქმედებებისკენ მოწოდება, სადღაც შორიდან „სკაიპით“ ჩართული ლიდერის განცხადებას, რა თქმა უნდა, შეიძლება, სამართლებრივი შეფასებაც მიეცეს, მაგრამ ეს არ არის მთავარი”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარიამ „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ არჩევნების დღეს დაანონსებულ აქციასთან დაკავშირებით ჟურნალისტების მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა
„მთავარია ის, რომ ქვეყანაში სრულად არის დაცული გამოხატვის თავისუფლება და ეს არის თითოეული ჩვენი მოქალაქის მიღწევა. შესაბამისად, ვერავინ და ვერაფერი შეზღუდავს ქვეყანაში გამოხატვის თავისუფლებას, თუმცა იქ, სადაც ეს გამოხატვის თავისუფლება გავა ზღვარს და გადაიზრდება კანონდარღვევაში, სამართალდამცავი სისტემა იმოქმედებს სწრაფად, ეფექტურად და ჩვენი კანონმდებლობის შესაბამისად“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.