ნიკოლოზ მჭედლიშვილი: თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ “ქართული ოცნება” იმარჯვებს საპარლამენტო არჩევნებში, ამან ეკონომიკას მეტი სტიმული უნდა მისცეს სტაბილური განვითარების კუთხით

“სექტემბერში საქართველოს ეკონომიკის კლებამ მხოლოდ 0.7 პროცენტი შეადგინა, რაც იმის მანიშნებელია, რომ შემდეგ თვეებში ეკონომიკა ზრდას დაიწყებს და გამოვა რეცესიიდან”, – წერს ეკონომიკის ექსპერტი, ნიკოლოზ მჭედლიშვილი “ფეისბუქის” პირად გვერდზე.
საქსტატის მიერ დღეს გამოქვეყნებული, 2020 წლის სექტემბრის ეკონომიკური მაჩვენებლების კომენტირებისას ექსპერტი აღნიშნავს, რომ ძალზე პოზიტიური ტენდენციები იკვეთება ეკონომიკის სხვადასხვა დარგში, გარდა ტურიზმისა, რომელიც ბუნებრივად რჩება ჩაკეტილი გლობალური პანდემიის გამო. მისი თქმით, სექტემბერში გაიზარდა თითქმის 9 პროცენტით ექსპორტი და 29 პროცენტით გაიზარდა ფულადი გადმორიცხვები. პროგრესია მშენებლობაში, ენერგეტიკაში, მრეწველობაში და სხვა დარგებში.
„პოზიტიური ტენდენცია ეკონომიკაში აშკარად ჩანს: მაშინ, როცა აპრილში კლება თითქმის 17 პროცენტში იყო, ზაფხულის თვეებში ეკონომიკა დაახლოებით ხუთი პროცენტით იყო შემცირებული. როგორც ჩანს, ოქტომბერი იქნება გარდამტეხი თვე, თან თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ “ქართული ოცნება” იმარჯვებს საპარლამენტო არჩევნებში, ამან ეკონომიკას მეტი სტიმული უნდა მისცეს სტაბილური განვითარების კუთხით.
ვფიქრობ, რომ 2020 წლის ბოლო კვარტალი იქნება საქართველოს ეკონომიკისთვის შემობრუნების ეტაპი”, – აღნიშნავს ნიკოლოზ მჭედლიშვილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები