სოზარ სუბარი: დიდ ლილოსა და ვარკეთილის მეურნეობაში მოსახლეობასთან შემაჯამებელი შეხვედრები გავმართეთ

“ქართული ოცნების” სამგორის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, სოზარ სუბარმა მოსახლეობასთან შემაჯამებელი შეხვედრები გამართა.

“მოსახლეობასთან შემაჯამებელი შეხვედრები დიდ ლილოსა და ვარკეთილის მეურნეობაში გავმართეთ. ამ ორი თვის მანძილზე არაერთი უბანი შემოვიარეთ და კარგად გავეცანი მათ პრობლემებსა და საჭიროებებს. სამგორი თბილისის მეოთხედია ტერიტორიით და, შესაბამისად, არაერთი ინფრასტრუქტურული და სოციალური საკითხია გადასაჭრელი. დარწმუნებული ვარ, რომ 31 ოქტომბერს აუცილებლად გავიმარჯვებთ. ჩვენ ერთად ყველა პრობლემას მოვაგვარებთ”, – წერს სოზარ სუბარი “ფეისბუქის” პირად გვერდზე.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები