31 ოქტომბერს ცესკო რამდენიმე საათში ერთხელ საინფორმაციო ხასიათის ბრიფინგებს გამართავს

ცენტრალური საარჩევნო კომისია, ამომრჩევლებისა და ყველა დაინტერესებული მხარის დროულად ინფორმირების მიზნით, 31 ოქტომბერს 08:30 საათიდან რამდენიმე საათში ერთხელ საინფორმაციო ხასიათის ბრიფინგებს გამართავს.
ცესკო-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 31 ოქტომბრის 07:00 საათიდან 24-საათიან რეჟიმში იმუშავებს როგორც კომისიის სატელეფონო/საინფორმაციო ცენტრი (2 51 00 51), ისე – ონლაინჩატი. შესაბამისად ყველა დაინტერესებულ პირს შეეძლება პასუხის მიღება არჩევნებთან დაკავშირებული სხვადასხვა საკითხის შესახებ.

საინფორმაციო ბრიფინგების განრიგი:

08:30 სთ
10:30 სთ
12:30 სთ
15:30 სთ
17:30 სთ
20:30 სთ

განრიგი, საჭიროების შემთხვევაში, შეიძლება, შეიცვალოს.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები