ვახუშტი კოტეტიშვილის სახელობის კონკურსი ახალგაზრდა მთარგმნელთათვის

ცხადდება ვახუშტი კოტეტიშვილის სახელობის კონკურსი ახალგაზრდა მთარგმნელთათვის, რომელსაც „დიოგენე“ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტთან ერთად ატარებს.

- რეკლამა -

- რეკლამა -

ორგანიზატორების ინფორმაციით,  პროექტი ვახუშტი კოტეტიშვილის დაბადებიდან 85 წელს ეძღვნება. კონკურსის მხარდამჭერია საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო.

კონკურსი სამ ნომინაციაში ჩატარდება: პოეზია, მხატვრული პროზა, არამხატვრული ტექსტი (დოკუმენტური პროზა, ესეისტიკა, კრიტიკა, პუბლიცისტიკა) და მასში მონაწილეობის მიღება შეუძლია 20-დან 35 წლამდე ასაკის ნებისმიერ მსურველს. თითოეულ მონაწილეს განაცხადის წარდგენა შეუძლია მაქსიმუმ ორ ნომინაციაში. საკონკურსოდ წარდგენილი თარგმანი არ უნდა იყოს გამოქვეყნებული ნაბეჭდი ან ელექტრონული სახით.

მონაწილეობის მსურველებმა საკონკურსო განაცხადი უნდა გააგზავნონ ელექტრონულად, 2020 წლის 1-ელი ნოემბრიდან 10 ნოემბრის ჩათვლით. კონკურსის გამარჯვებულები გამოვლინდებიან 2020 წლის დეკემბერში. კონკურსის საპრემიო ფონდი 5400 ლარია, სულ 9 პრემია გაიცემა ნომინაციების მიხედვით:
3 პირველი პრემია (თითოეული – 1000 ლარი), 3 მეორე პრემია (თითოეული – 500 ლარი), 3 მესამე პრემია (თითოეული – 300 ლარი). კონკურსის ფარგლებში გამოიცემა საუკეთესო თარგმანების კრებული.

რეგისტრაციის გავლა და ნაშრომების გამოგზავნა შეგიძლიათ მითითებულ ბმულზე: https://forms.gle/n6Z7VKa4dsnS5SCQ7

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები