საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სასწავლო ტელევიზია – TAFU TV

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის გადაწყვეტილებით, თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტმა საუნივერსიტეტო მაუწყებლობის ავტორიზაცია მიიღო.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით, თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სასწავლო ტელევიზია – TAFU TV – 30 ოქტომბრიდან განახორციელებს საუნივერსიტეტო მაუწყებლობას.
მაუწყებლობა უნივერსიტეტის კინო-ტელე და სახელოვნებო მეცნიერებების, მედიისა და მენეჯმენტის ფაკულტეტების სტუდენტთა / ახალკურსდამთავრებულთა / პროფესორთა მიერ მომზადებულ მასალებს დაეყრდნობა, პოპულარიზაციას გაუწევს და ხელს შეუწყობს უმაღლესი განათლების საგანმანათლებლო პროცესში პრაქტიკული კომპონენტის მნიშვნელოვანწილად ზრდას, ხელოვნების სხვადასხვა მიმართულებით სტუდენტთა აქტივობასა და ჩართულობას, რაც სტუდენტებს იმგვარი პრაქტიკის გავლის შესაძლებლობას მისცემს, რაც პროფესიულ ცხოვრებასა და კარიერულ წინსვლაში დაეხმარება.
„აღსანიშნავია, რომ მსგავსი პროფილური და რამდენიმე მიზანს მორგებული მაუწყებლობა დღემდე არ არსებობს ქვეყნის მასშტაბით და ჩვენი უნივერსიტეტი პირველია, რომელიც საუნივერსიტეტო მაუწყებლობას დაიწყებს, რომლის მიმართულება კულტურა და ხელოვნება იქნება“, – აცხადებენ თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები