საქართველოში კორონავირუსის 1709 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 2075 ადამიანი

საქართველოში კორონავირუსის 1709 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 35567 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელდა კიდევ 2075 პაციენტი, გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობაა 16904.

ბოლო 24 საათში​ კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში 20 პაციენტი გარდაიცვალა. გარდაცვლილთა რაოდენობა ჯამში 273-ს შეადგენს.

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 3 507 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობას გადის 4 022 ადამიანი, კოვიდსასტუმროში მყოფი პირების რაოდენობა კი 2 344-ს შეადგენს. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები