მარტვილის მუნიციპალიტეტში კიდევ ერთი საბავშვო ბაღის მშენებლობა რამდენიმე დღეში დაიწყება

მარტვილის მუნიციპალიტეტში, პანდემიის მიუხედავად, ინფრასტრუქტურული პროექტები არ შეჩერებულა. ხუნწის ადმინისტრაციულ ერთეულში, სოფელ ლეციცხვაიეში ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი, 30 ბავშვზე გათვლილი საბავშვო ბაღის მშენებლობაზე ტენდერი დასრულებულია და სამუშაოები რამდენიმე დღეში დაიწყება.

აღსანიშნავია, რომ მარტვილის მუნიციპალიტეტში სამი საბავშვო ბაღის მშენებლობა უკვე მიმდინარეობს. ასევე, 2014 წლიდან დღემდე აშენდა ბალდის, ინჩხურის, სერგიეთის, პირველი ნამიკოლაოს, აბედათის საბავშვო ბაღები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები