კახა კალაძე: პრემიერმინისტრი გვერდით უდგას თბილისს ყველა პროექტის განხორციელებისას

,,საქართველოს პრემიერმინისტრი გვერდით უდგას თბილისს ყველა პროექტის განხორციელებისას”, – ამის შესახებ თბილისის მერმა, პარტია “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” გენერალურმა მდივანმა ნაძალადევის რაიონში პარტიის მაჟორიტარობის კანდიდატ მიხელ ყაველაშვილის მხარდასაჭერ შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

კახა კალაძემ მადლობა გადაუხადა პრემიერმინისტრს თბილისისთვის მნიშვნელოვანი პროექტების მხარდაჭერისთვის.

“მადლობას ვუხდი გიორგი გახარიას, ადამიანს – რომელიც დედაქალაქის ყველა პროექტის განხორციელებაში, დაფინანსებაში, ბიუჯეტის მხარდაჭერაში არის თბილისისა და თბილისელების გვერდით”, – განაცხადა კახა კალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები