“გაძლევთ პირობას, რომ ყველა მოქალაქე, ვინც ქვეყნის რეალურ წარმატებაზე ფიქრობს, თუ არჩევნებზე მოვა, „ნაციონალური მოძრაობა”, რომელიც ისედაც დაშლის პირასაა, საბოლოოდ დაიშლება”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, ძალიან მაღალია იმის ალბათობა, რომ „ქართულმა ოცნებამ” ამ არჩევნებზე, „დაახლოებით, 60%-იანი რეიტინგი დაიჭიროს“.
„ყველა მოქალაქე, ყველა ადამიანი, ვინც განვითარებასა და ქვეყნის რეალურ წარმატებაზე ფიქრობს, ვინც მხარს ამ მიზნით „ქართულ ოცნებას” უჭერს, უნდა მივიდეს არჩევნებზე. ამ შემთხვევაში, ეს პროცენტი გაცილებით მაღალი იქნება, ვიდრე ვინმეს წარმოუდგენია და გაცილებით დაბალი იქნება მთავარი ოპოზიციური, მავნებელი პარტიის საარჩევნო შედეგი. გაძლევთ პირობას, რომ ამ შემთხვევაში „ნაციონალური მოძრაობა”, რომელის ისედაც დაშლის პირასაა, წკიპზე არიან და არჩევნებს ელოდებიან, საბოლოოდ დაიშლება და მართლაც ახალ და ჯანსაღ ძალებს გაეხსნებათ პოლიტიკური ასპარეზი. შედეგად, ოპონირებაც უფრო საქმიანი იქნება და საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე. მოვუწოდებთ ყველა ჩვენს მხარდამჭერს, მთელი შემართებით ყველანი მივიდნენ არჩევნებზე, ყველა პირობაა იმისთვის შექმნილი, რომ უსაფრთხოების მაქსიმალური ხარისხი იყოს უზრუნველყოფილი. აქ საშიშროება ნულის ტოლია და ხმა მივცეთ წინსვლასა და წარმატებას”, – განაცხადა მდინარაძემ.