მსოფლიოს უდიდესი დრამატურგებისა და მწერლების ფოტოებით შევსებული პარტერი – რობერტ სტურუა თეატრსა და პანდემიაზე

რეჟისორი რობერტ სტურუა პანდემიის პირობებში თეატრში მსახიობ კალიაგინის ე.წ. ახალ მეთოდზე სტატუსს და ფოტოებს აქვეყნებს.
„დიდმა მსახიობმა კალიაგინმა თავის თეატრში სპექტაკლის დროს, მსახიობებმა რომ არ იგრძნონ თავი ცარიელ დარბაზში (მოგეხსენებათ, ვირუსის პანდემიის დროს მაყურებლის რიცხვი 100 კაცს არ უნდა აღემატებოდეს და ერთმანეთისგან დაშორებით უნდა დაიკავონ ადგილები), პარტერი მსოფლიოს უდიდესი დრამატურგებისა და მწერლების ფოტოებით შეავსო.
მსახიობებმა მითხრეს, ჯერ ერთი, ისეთი შეგრძნება გაგვიჩნდა, რომ გადაჭედილ დარბაზში ვთამაშობთ და მეორე – თითქოს, კლასიკოსები გვიყურებენ და ჩვენც ასეთი მაყურებლის წინაშე სულ სხვანაირად ვთამაშობთო“! – წერს რობერტ სტურუა.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები