ოზურგეთის მერია „მთავარ არხზე” გასულ ინფორმაციას სიცრუეს უწოდებს

ოზურგეთის მერია „მთავარ არხზე” გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც ოზურგეთში ამომრჩევლების მოსყიდვის მიზნით დიდი ოდენობით სურსათი შეაქვთ, დეზინფორმაციას უწოდებს და განცხადებით ეხმაურება.

„ტელეკომპანია „მთავარმა” ერთ-ერთ ადგილობრივ მედიასაშუალებაზე დაყრდნობით გაავრცელა მორიგი არასწორი ინფორმაცია, თითქოს, ოზურგეთში „დიდი ოდენობით სურსათ-სანოვაგე ამომრჩევლის მოსყიდვის მიზნით შეაქვთ”.

რეალურად, ეს გახლავთ მუნიციპალიტეტის მიერ საბავშვო ბაღების ბენეფიციარებისთვის, კანონმდებლობის სრული დაცვით შესყიდული საკვები პროდუქტი, რომელიც პერიოდულად, პანდემიის პერიოდში ბაღების აღსაზრდელთა ოჯახებს გადაეცემათ და აღნიშნულს არავითარი კავშირი არც „ქართული ოცნება – დემოკრატიულ საქართველოსთან”, არც სხვა რომელიმე პარტიის აქტივობებთან და საპარლამენტო არჩევნებთან არ აქვს.

მოვუწოდებთ მედიასაშუალებებს, ინფორმაციის გავრცელებამდე ფაქტები გადაამოწმონ, ვინაიდან აღნიშნული ტიპის დეზინფორმაცია აზიანებს საარჩევნო გარემოს”, – აღნიშნულია განცხადებაში.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები