ამირან გამყრელიძე: ჯანდაცვის სექტორმა უნდა გაუძლოს, ესაა ჩვენი მოვალეობა

„სამედიცინო საზოგადოებისა და ჯანდაცვის სისტემის უპირველესი მოვალეობაა, რომ ყველა გამოწვევას შესაბამისად შეხვდეს”, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ამ დროისთვის ჯანდაცვის სისტემა ეპიდვითარებას უმკლავდება.

„სამედიცინო საზოგადოებისა და ჯანდაცვის სისტემის უპირველესი მოვალეობაა, რომ ყველა გამოწვევას შესაბამისად შეხვდეს. მოგეხსენებათ, ამოუწურავი რესურსი არ არსებობს, მათ შორის, ჯანდაცვის სექტორშიც. ამიტომ, თუ რა გახლავთ ასეთი ზღვარი, ეს რიცხვებში არ გამოიხატება. რა თქმა უნდა, ჩვენ გვაქვს პროგნოზირების რამდენიმე სცენარი და, ჯერჯერობით, ხედავთ, რომ ჯანდაცვის სექტორი უმკლავდება დღიურად დაახლოებით 2 000 შემთხვევას. ჯანდაცვის სექტორმა უნდა გაუძლოს, ესაა ჩვენი მოვალეობა, ამ გამოწვევას უნდა გავუძლოთ“, – აღნიშნა გამყრელიძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები