„ზომიერი ინფლაცია გარკვეულ ეტაპზე ეკონომიკას ახალისებს კიდეც“

   ზომიერი ინფლაცია გარკვეულ ეტაპზე ახალისებს კიდეც ეკონომიკას, არ არის გამორიცხული ხელისუფლებას ხელოვნურად შეეწყო ხელი ლარის ვარდნისთვის, – ამის შესახებ განცხადება დღეს არასამთავრობო ორგანიზაცია „მოქალაქეს“ დამფუძნებელმა და საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტებთან შეხვედრისას გააკეთა. ყოფილი პრემიერის განცხადებით, ლარის კურსის ასეთი მერყეობა ნორმის ფარგლებშია. მისივე განმარტებით, ზომიერი ინფლაცია რაღაც დოზით ეკონომიკის გააქტიურებას უწყობს ხელს.
„ზომიერი ინფლაცია გარკვეულ ეტაპზე ახალისებს კიდეც ეკონომიკას. ამას გეგმაზომიერად ახალისებენ სახელმწიფოები. ეს ნორმალურია, არავითარი ინფლაცია და ვარდნა, რომელიც შოკისმომგვრელი იქნება, დღეს საქართველოში არ არსებობს. ლარის კურსის ასეთი მერყეობა ნორმის ფარგლებშია და ზომიერი ინფლაციაა. ეს რაღაც დოზით ეკონომიკის გააქტიურებას უწყობს ხელს. არ არის გამორიცხული ხელისუფლებას ხეელოვნურად შეეწყო ხელი ლარის ვარდნისთვის. ეს არის ზომის ფარგლებში“,- განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები