ვიდეოკლიპი საქართველოდან გამარჯვებულთა შორისაა (ვიდეო)
კინოგანათების კომპანია – Dedolight ხუთ წელიწადში ერთხელ ატარებს კონკურსს ოპერატორებისთვისა და კინოგამნათებლებისთვის.
ეროვნული კინოცენტრის ინფორმაციით, 2020 წლის კონკურსში გამარჯვებულებს შორის დასახელდა ვიდეოკლიპი საქართველოდან. გიორგი ვარსიმაშვილისა და გიორგი შანიძის ერთობლივი ნამუშევარი 30 გამარჯვებულიდან მე-14 პოზიციაზე დაფიქსირდა.
კონკურსის გამარჯვებულები კომპანიამ განათების ტექნიკით დააჯილდოვა.
გიორგი ვარსიმაშვილისა და გიორგი შანიძის ვიდეო გვიჩვენებს მცირე რაოდენობის ტექნიკის პირობებში ინტიმური გარემოს შექმნის ორიგინალურ კონცეფციას.
მოცემულ ბმულზე შეგიძლიათ იხილოთ ვიდეო: