ქართული მოკლემეტრაჟიანი ფილმი – „მარქსის ქუჩა №12” ევროპული კინოდაჯილდოების კანდიდატია

ირინე ჟორდანიას მოკლემეტრაჟიანი ფილმი “მარქსის ქუჩა №12” ევროპული კინოდაჯილდოების 2020 წლის გამოშვების კანდიდატია მოკლემეტრაჟიანი ფილმების კატეგორიისთვის.
„ვგულშემატკივრობთ ირინე ჟორდანიას“! – ამ დევიზით ეროვნული კინოცენტრი ყველას მოუწოდებს,  ხმა მსიცეს ქართველი რეჟსორის ფილმს. კანდიდატების სია ევროპულმა კინოაკადემიამ გამოაქვეყნა, სადაც სულ 24 ფილმი შეირჩა (ფილმების სია იხილეთ მოცემულ ბმულზე).
თითოეული ფილმი კანდიდატად ევროპის სხვადასხვა კინოფესტივალმა წარადგინა, როგორებიც არის: ბერლინის, ვენეციის, ლოკარნოს, სარაევოს, კლერმონ ფერანისა და როტერდამის კინოფესტივალები. ირინე ჟორდანიიას ფილმზე არჩევანი შეაჩერა ტალინის მოკლემეტრაჟიანი და ანიმაციური ფილმების საერთაშორისო ფესტივალმა – PÖFF Shorts.
როდესაც გასაჯაროვდება ნომინანტების სრული სია, ევროპული კინოაკადემიის 3800 წევრი ხმის მიცემას დაიწყებს. გამარჯვებულები ევროპული კინოს დაჯილდოების ცერემონიალზე რეიკიავიკში, 12 დეკემბერს გამოვლინდებიან.
ევროპული კინოდაჯილდოების ცერემონია ერთ-ერთი უდიდესი კინომოვლენაა, რომელსაც ევროპაში წლიდან წლამდე დიდი ინტერესით ელიან. წითელ ხალიჩაზე თავს იყრიან მსოფლიო კინოს ვარსკვლავები, ცერემონია გადაიცემა არაერთი ევროპული წამყვანი ტელეარხის პირდაპირ ეთერში, რადგან იგი ევროპული კინოს ყველაზე მნიშვნელოვან ნამუშევრებს აფასებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები