მცხეთის სასამართლოში გიორგი შაქარაშვილის საქმის განხილვა მიმდინარეობს

მცხეთის რაიონულ სასამართლოში ამ წუთებში გიორგი შაქარაშვილის განზრახ მკვლელობაში ბრალდებული 5 პირის პროცესი მიმდინარეობს. დაგეგმილია ბრალდების მხარის მოწმეების გამოკითხვა.

არასრულწლოვან ზ.ხ.-ს ადვოკატის, გიორგი გელხაურის თქმით, სასამართლოზე მისი დაცვის ქვეშ მყოფის დანაშაულის დამტკიცება დღემდე ვერ მოხერხდა.

“წინასასამართლო სხდომაზე ბრალდების მხარეს შევთავაზეთ მათ მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების უდავოდ ცნობა და ამაზე ვუთხარით, რომ ვცნობთ უდავოდ და არსებითი საქმის განხილვას დავასრულებთ. ამის შემდეგ კი სასამართლო მიიღებს გადაწყვეტილებას და გამოაცხადებს განაჩენს. არცერთი მოწმე არ ადასტურებს, რომ ზ.ს-ს ან სხვა ბრალდებულებს რაიმე შემხებლობა ჰქონდათ გარდაცვლილ შაქარაშვილთან. მით უმეტეს, რომ იგი სცემეს და წყალში ჩააგდეს”, – განაცხადა ადვოკატმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები