ბრიტანული უნივერსიტეტების ვირტუალური გამოფენა “Virtual Study UK university fair” – ღონისძიება განკუთვნილია სტუდენტებისთვის, ნებისმიერ კარიერულ საფეხურზე

შემოგვიერთდით საქართველოში პირველ Study UK ღონისძიებაზე და შეიტყვეთ რა შესაძლებლობებს გთავაზობთ ბრიტანული განათლება. ჩვენი პლატფორმით სარგებლობა შეგიძლიათ სრულიათ უფასოდ, ერთი თვის განმავლობაში. აქ თქვენ გაეცნობით ბრიტანეთში სწავლასთან დაკავშირებით საჭირო ინფორმაციას, – ამის შესახებ ინფორმაციას ბრიტანეთის საბჭო ავრცელებს.

“ჩვენ ჩაგვერთვება 30-ზე მეტი ბრიტანული უნივერსიტეტის წარმომადგენელი, რომლებიც თქვენს განკარგულებაში იქნებიან ინდივიდუალურად სასაუბროდ და თქვენს დასმულ კითხვებზე პასუხის გასაცემად. პლატფორმა ასევე გთავაზობთ ინფორმაციას უნივერსიტეტების სპეციალურ სტიპენდიებზე, ისე როგორც ბრიტანეთში სწავლასთან დაკავშირებულ ყველა სიახლეს.

ვის შეუძლია დაესწროს ამ ღონისძიებას?

ეს ღონისძიება განკუთვნილია სტუდენტებისთვის, ნებისმიერ კარიერულ საფეხურზე, ვისაც სურს:

ბაკალავრის, მაგისტრის ან დოქტორის ხარისხის მოპოვება.

საზღვარგარეთ პირველად მიემგზავრება ან სეზონურად მოგზაურობს.
კონკრეტული დარგის და უნივერსიტეტის არჩევა სურს ან არ იცის საიდან დაიწყოს.
გამოიყენეთ შანსი მიიღოთ თქვენთვის საჭირო ინფორმაცია უშუალოდ უნივერსიტეტებისა და ექსპერტებისგან.

როგორ წარიმართება ღონისძიება? პლატფორმაზე დარეგისტრირების შემდეგ, თქვენ გეძლევათ შესაძლებლობა:

დაესწროთ კონკრეტულ დისციპლინასა თუ კარიერისადმი მიძღვნილ ვებინარებს და შეიტყოთ სხვადასხვა საბაკალავრო თუ შემდგომი კურსების შესახებ
დაჯავშნოთ ონლაინ ინტერვიუები ბრიტანული უნივერსიტეტების წარმომადგენლებთან
შეიტყოთ ბრიტანეთში სწავლის და ცხოვრების ხარჯები, მათ შორის სტიპენდიეპისა თუ დაფინანსების მოპოვების შემთვევაშიც მიიღოთ სავიზო ინფორმაცია ევროკავშირის სტუდენტებისთვის
მიიღოთ რჩევები ბრიტანეთში სწავლისთვის აუცილებელი ინგლისური ენის ცოდნის დონესთან დაკავშირებით დასვათ კითხვები, მიიღოთ პასუხები დასმულ კითხვაზე და დაგეგმოთ სწავლა ბრიტანეთში.

როგორ ჩავერთო ვირტუალურ გამოფენაში?

ღონისძიება ტარდება ონლაინ 2-დან 30 ნოემბრის ჩათვლით. თქვენ შეგიძლიათ დარეგისტრირდეთ 5 ოქტომბრიდან და გაეცნოთ, როგორ მუშაობს პლატფორმა ონლაინ ღონისძიებების დაწყებამდე.

თქვენ მხოლოდ ერთხელ უნდა დარეგისტრირდეთ. დააჭირეთ რეგისტრაციის ღილაკს და გადადით გვერდზე, სადაც რამდენიმე კითხვას უნდა უპასუხოთ რომელი ქვეყნიდან ხართ და სად გსურთ ისწავლოთ. ყველა კითხვაზე პასუხის გაცემის შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე მიიღებთ დადასტურებას. ამის შემდეგ შეგიძლიათ ნებისმიერ დროს დაათვალიეროთ პლატფორმა და შეიტყოთ მეტი უნივერსიტეტების შესახებ და თქვენთვის საინტერესო სპეციალობებზე,”- ნათქვამია ბრიტანეთის საბჭოს ინფორმაციაში.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები