ლუკაშენკოს თანამდებობის დატოვებისთვის მიცემული ვადა ამოეწურა – მინსკში აქციის მონაწილეთა დაკავებები მიმდინარეობს
ბელარუსის დედაქალაქში საპროტესტო აქციები რამდენიმე ლოკაციაზე ერთდროულად მიმდინარეობს. დღეს ქვეყნის ოპოზიციის მიერ ალექსანდრე ლუკაშენკოსთვის მიცემული ვადა ამოიწურა, რომლის შედეგად მას თანამდებობა უნდა დაეტოვებინა.
როგორც ორი კვირის წინ ვიდეომიმართვაში ოპოზიციის ლიდერმა, სვეტლანა ტიხანოვსკაიამ განაცხადა, ულტიმატუმის შეუსრულებლობის შემთხვევაში, მშვიდობიანი საპროტესტო აქციები ახალი ძალით დაიწყება, და დაცილებით მასშტაბურ ხასიათს მიიღეს. ასევე, ტიხანოვსკაიას თქმით, გაიფიცება ყველა წამყვანი საწარმო.
DW-ს ინფორმაციით, დღევანდელ აქციაზე უკვე ათობით ადამიანია დაკავებული.
პოლიციამ აზოტის ქარხნის, დაახლოებით, 100 თანამშრომელი, არასანქცირებულ აქციაში მონაწილეობის ბრალდებით დააკავა, თუმცა, მოგვიანებით დაკავებულების ნაწილი გაათავისუფლეს.
აქციაში სტუდენტებიც მონაწილეობენ.
ბელარუსში საპროტესტო აქციები 9 აგვისტოს ქვეყანაში ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ მიმდინარეობს. ქვეყნის ცესკო-ს მონაცემით, გამარჯვება მეხუთედ ალექსანდრე ლუკაშენკომ მოიპოვა, თუმცა, ხალხი აღნიშნულს არ ეთანხმება და მის გადადგომასა და ხელახალი არჩევნების დანიშვნას ითხოვს.