ამირან გამყრელიძე: ვფიქრობთ, კორონავირუსის გავრცელების პიკი გვექნება ნოემბრის მეორე, მესამე კვირას, ამიტომ, შემთხვევების ზრდის ტენდენცია გაგრძელდება

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანლის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, პროგნოზირების სხვადასხვა მოდელის გამოყენებით, საქართველოში კორონავირუსის გავრცელების პიკი ნოემბრის მეორე, მესამე კვირაშია მოსალოდნელი.

გამყრელიძის თქმით, კორონავირუსის შემთხვევების ზრდის ტენდენცია გაგრძელდება, თუმცა, პროცესი ამ დრომდე მართვადია.

„ამ ეტაპზე მზარდია სტატისტიკა. პროგნოზირების სხვადასხვა მოდელის გამოყენებით, რომელსაც ჩვენ ვაკეთებთ, ძირითადად, ვეყრდნობით სამ მოდელს, ვფიქრობთ, პიკი გვექნება სადღაც ნოემბრის მეორე, მესამე კვირას, ამიტომ ყოველდღიური ზრდის ტენდენცია გაგრძელდება, მთავარია, ეს პროცესი დღემდე მართვადია და უნდა იყოს სრულად მართვადი“, – განაცხადა გამყრელიძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები